ნაგოია ბაშოზე ქართველი სუმოტორები წარუმატებლად ასპარეზობენ (ვიდეო)

იაპონიაში, ნაგოია ბაშოზე მეოთხე დღის შეხვედრები გაიმართა.

ჯურიო დივიზიონში ჯურიოN2-მა 199კგ გაგამარუ ხელიდან დასხლტომის ამოცანას წარმატებით გაართვა თავი ჯურიო N4-მა, 125 კგ წონის მქონე იაპონელმა ვაკატაკაკაგემ, რომელმაც ინერციის ძალით გაგამარუს დოჰიოზე დაცემასაც შეაშველა ხელი და გაიმარჯვა. ოთხი დღის შემდეგ გაგამარუს 1 გამარჯვება აქვს სამი მარცხის წილ.

მაკუჩი დივიზიონში ოძეკი ტოჩინოშინი N3 მაეგაშირას, იაპონელ დაიეიშოს შეხვდა და ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. ლევანს ბაშოზე მოგება არ აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად