ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, ზღვისუბნის დასახლებაში,  მე-11 მიკრორაიონის I კვარტალში N20 კორპუსის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1 950 კვ.მ ფართობზე დაიგო, ასევე მოეწყო ბორდიური.

ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო.

„ნაძალადევის რაიონში ვაგრძელებთ საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოწესრიგებას. ზღისუბნის ამ მისამართზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე სანიაღვრე ქსელი შეიცვალა. აღნიშნული პროექტით ეზო სრულად მოწესრიგდა. შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

გზის რეაბილიტაციის ღირებულება 120 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.