ნაძალადევის რაიონში, ზედაუბნის ქუჩაზე და ჩიხებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ნაძალადევის რაიონში, ზედაუბნის ქუჩაზე და სამ ჩიხში გზის საფარი კაპიტალურად შეკეთდა.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, ზედაუბნის ქუჩაზე გაკეთდა ბორდიური და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, ერთ-ერთ ჩიხში ბეტონის გზა და ლითონის მოაჯირი მოეწყო. მეორე ეტაპზე, ასფალტის საფარი დანარჩენ ორ ჩიხში დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 570 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ზედაუბნის ქუჩაზე და ჩიხებში გზის საფარი ათეულობით წლებია არ შეკეთებულა. იმდენად ამორტიზებული იყო გზა, რომ მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. ახლა აღნიშნული ტერიტორია უკვე კაპიტალურად არის მოწყობილი. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ზედაუბნის ქუჩაზეც და ჩიხებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 142 451 ლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...