ნაძალადევის რაიონში “თბილისობის“ აღსანიშნავი კონცერტი და გასართობი შოუ გაიმართა

„თბილისობა 2019-ის“ ფარგლებში, ზღვის უბანში კულტურულ-გასართობი ღონისძიება ჩატარდა. სტუმრების სადღესასწაულო განწყობაზე მუსიკალურმა ჯგუფებმა იზრუნეს. კონცერტისა და გასართობი აქტივობების შემდეგ, ლაზერ შოუ, ნეონის, რობოტებისა და ცეცხლოვანი შოუ გაიმართა.

ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაესწრო.

„ჩვენი ქალაქის თითოეულ მცხოვრებს ვულოცავ თბილისობას. ქალაქის მასშტაბით, ძალიან ბევრი ღონისძიება იმართება. ნაძალადევის რაიონის მცხოვრებლებისთვის გადავწყვიტეთ კონცერტი და გასართობი შოუ ზღვის უბანში მოგვეწყო. ახალგზარდებმა და ბავშვებმა განსაკუთრებით კარგი დრო გაატარეს. ყველას მოვუწოდებ, ასეთ ღონისძიებებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა და ერთად აღვნიშნოთ თბილისობის დღესასწაული“, – განაცხადა ირაკლი ხელაძე.
ღონისძიების პირველი ნაწილი საჯარო სკოლებს შორის შემოქმედებით კონკურსს დაეთმო. თემაზე „ჩემი თბილისი“ სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები წარმოადგინეს. კონკურსის გამარჯვებული N113 სკოლა გახდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ სკოლებს ფულადი ჯილდოები და სიგელები გადაეცათ.
„თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად