ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს  

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია გრძელდება. საგზაო სამუშაოები დასრულდა სანზონის დასახლება N6 კორპუსის მიმდებარედ.

პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1 300 კვ.მ ფართობზე დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური.

აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 46 000 ლარი გამოყო.

 

 

 

 

 

 

კომენტარები
იტვირთება...