ნაძალადევის რაიონში, სანზონის N1-2 კორპუსებთან გზის რეაბილიტაცია სრულდება

ნაძალადევის რაიონში, სანზონის N1-2 კორპუსებთან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 2 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ერთფენიანი საფარი დაიგო.

მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„კორპუსების მიმდებარე გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საკმაოდ ბევრ მისამართზეა მოსაწესრიგებელი ეზოები და შიდა კვარტალური გზები. მივყვებით პრიორიტეტების მიხედვით და ყველა ასეთ პრობლემულ ლოკაციაზე, ეტაპობრივად, შევასრულებთ საჭირო საგზაო სამუშაოებს. სანზონის N1-2 კორპუსებთან სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ამ გზით 216 ოჯახი სარგებლობს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 100 000-მდე ლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად