ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩაზე, N190 სკოლის მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩაზე, N190 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტულ მოედანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 950 კვ.მ ფართობზე იგება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის გზა არასდროს ყოფილა.  ინფრასტრუქტურული სამუშოების დასრულების შემდეგ, სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მცხოვრებლები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 36 000 ლარი გამოიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად