ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, სიხარულიძისა და გამყრელიძის ქუჩების დაზიანებული მონაკვეთი რეაბილიტირდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„აღნიშნული მონაკვეთი სანზონისა და ზღვისუბნის დასახლებების ერთ-ერთი დამაკავშირებელი გზაა, სადაც საკმაოდ ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობაა. ძალიან დაზიანებული იყო გზის საფარი, რაც აფერხებდა საავტომობილო მოძრაობას. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობასა და ავტომობილების მძღოლებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 125 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები
იტვირთება...