ნაძალადევის რაიონში ორ მისამართზე გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩა N11-ში ორსართულიანი ავარიული კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილსის მერია ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ერწოს N11-ში ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო კორპუსის გამაგრება. აღნიშნული მისამართის გარდა, საცხოვრებელი შენობების გამაგრება მიმდინარეობს მანჯგალაძის ქუჩა N29-31-ში მდებარე თბილისურ ეზოში. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორივე მისამართზე მოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობები ბევრად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ერწოს ქუჩა N11-ში მიმდინარე გამაგრების სამუშაოების ღირებულება 86 691 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...