ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩა N1-ში საცხოვრებელი შენობის გამაგრება მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩა N1-ში საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შენობის საფუძვლის კაპიტალური გამაგრება ხდება. ასევე, გაილესება და შეიღებება ფასადი და გარკვეული სარემონტო სამუშაოები ჩატარდება საცხოვრებელ ბინებში. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ამ ეზოში ერთ შენობას გამაგრება რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა. ახლა რეაბილიტაციას ვუტარებთ მეორე ფლიგელს. შენობა ძალიან დაზიანებული, კედლები კი გახსნილი იყო. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო ბევრად უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მანჯგალაძის ქუჩა N1-ში გამაგრების სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან 56 000-მდე ლარს გამოყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად