ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა

ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა – მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„ნაძალადევის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. ამჟამად ვიმყოფებით მაღალაშვილის ქუჩაზე, სადაც გზა კაპიტალურად შეკეთდა. ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში არ მოწესრიგებულა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი ქუჩით ისარგებლებს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 283 000 ლარი გამოყო.

კომენტარები
იტვირთება...