ნაძალადევის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ლიფტების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი ერწოს ქუჩა N4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსია, სადაც ოთხი ლიფტის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა და კიდევ ერთი ლიფტის სარემონტო სამუშაოები გრძელდება. ასევე, აღნიშნულ მისამართზე იცვლება წყალარინების შიდა ქსელი.

დასრულებულ და ასევე, მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.

“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. ერწოს ქუჩა N4-ში მდებარე კორპუსში, სადაც 120 ოჯახი ცხოვრობს, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ლიფტებს და ასევე, ვცვლით კორპუსის წყალარინების ქსელს. მიმდინარე ტენდერის ფარგლებში, სულ ცხრა ლიფტის რეაბილიტაცია მოხდება. ამას გარდა, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე კორპუსის ლიფტებს ჩაუტარდება სარემონტო სამუშაოები”, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ნაძალადევის რაიონის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში ლიფტების რეაბილიტაციისთვის ჯამში, 524 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად