ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩის ორ ჩიხში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩის ჩიხებში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, I და II ჩიხში მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 800 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

„ლიახვის I და II ჩიხში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მოსახლეობა გრუნტის გზაზე გადაადგილდებოდა. მხოლოდ პირველი ჩიხის გარკვეულ ნაწილზე, ფრაგმენტულად იყო ადგილობრივების მიერ მოწყობილი ბეტონის საფარი. საგზაო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 44 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად