ნაძალადევის რაიონში კორპუსების მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი ბეჟანიშვილის ქუჩა N23-ში ხორციელდება.

5-სართულიანი კორპუსის წყალარინების მილები 115 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, 5 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდება. მოძველებული ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

აღნიშნული პროექტით 60 ოჯახის პრობლემა მოგვარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 49 327 ლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად