ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩა N4-ში პირველი კორპუსის მოძველებული კომუნიკაციები ახლით იცვლება. პროექტის ფარგლებში, 122 გრძივ მეტრზე წყალარინების გარე ქსელი რეაბილიტირდება, 165 მეტრზე კი შიდა ქსელი მოეწყობა. ასევე, მონტაჟდება 7 საკომუნიკაციო ჭა.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 40 300 ლარი გამოყო. აღნიშნული პროექტით 72 ოჯახის პრობლემა მოგვარდება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად