ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირი N41-ში წყალარინების მოძველებული ქსელის შეცვლა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 50 გრძივ მეტრზე ახალი მილები მოეწყობა, ასევე, დამონტაჟდება 6 საკომუნიკაციო ჭა.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ამ მისამართზე ძალიან პრობლემური წყალარინების ქსელი იყო. მოსახლეობას არ ჰქონდა მომართული განცხადებით, რადგან არ ჰყავდათ არჩეული ამხანაგობის თავმჯდომარე. როდესაც აირჩიეს თავმჯდომარე და შემოიტანეს განაცხადი, მაშინვე დავაფინანსეთ და დავიწყეთ კომუნიკაციების შეცვლა. ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, ასფალტის საფარიც დაიგება“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ღირებულება 26 595 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად