ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი შენობების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი სანზონის N10 ა და ბ კორპუსებში ხორციელდება.

ორივე კორპუსის წყალარინების გარე და შიდა ქსელი ჯამში, 244 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, 5 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება. ამ ეტაპზე, ტრანშეების ამოვსება მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
აღნიშნული პროექტით 96 ოჯახის პრობლემა მოგვარდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 42 415 ლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად