ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირი N39 ბ და ვ კორპუსების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 2 600 კვ.მ ფართობზე იგება.

მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ამ მისამართზე ვასრულებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ორივე კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელი შევცვალეთ. ორ დღეში დასრულდება ასფალტის დაგების პროცესი და მომავალი კვირიდან 140 ოჯახი კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 204 000 ლარი დახარჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად