ნაძალადევის რაიონში კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია-მოწყობა მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ექვსი ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, 18 ლიფტის აღდგენა-რეკონსტრუქცია კი წლის ბოლომდე იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის N11 კორპუსში განხორციელდა, სადაც რეაბილიტაცია ოთხ ლიფტს ჩაუტარდა.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

“ინფრასტრუქტურული სამუშაოები საცხოვრებელ კორპუსებში აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს 24 ლიფტის შეკეთების პროექტი დავაფინანსეთ. ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის მე-11 კორპუსში მცხოვრებ 89 ოჯახს გაუმართავი ლიფტები დისკომფორტს უქმნიდა. აღნიშნული პრობლემა ამ ეტაპზე უკვე აღმოფხვრილია”, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ნაძალადევის რაიონის მასშტაბით, ლიფტების შეკეთების და მოწყობის სამუშაოებისთვის 2018 წლის ბიუჯეტში 500 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად