ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩა N101-ის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 100 გრძივ მეტრზე 300 და 500 მმ-იანი გოფრირებული მილების მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, დამონტაჟდება 5 ჭა და 2 ცხაური. სანიაღვრე სისტემის მოწყობის შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 55 600 ლარს დახარჯავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად