ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩა N79-ში საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩა N79-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 18 მ სიგრძისა და 4,8 მ სიმაღლის საყრდენი კედელი შენდება. ბეტონის ჩასხმის დასრულების შემდეგ, მავთულბადის ღობე დამონტაჟდება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.

„ამ მისამართზე არსებული ძველი კედელი ჩამოინგრა. ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოების მიზნით, საჭირო გახდა ახალი გზის დამჭერი კედლის მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თავიდან ავიცილებთ გრუნტის ჩამოშლის საშიშროებას და მოსახლეობა საფრთხის ქვეშ აღარ იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 53 391 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად