ნაძალადევის რაიონში ილურიძის II შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ილურიძის II შესახვევში გზა კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის ფარგლებში, 1 000-მდე კვ.მ ფართობზე ბეტონის გზა მოეწყო.

რეაბილიტირებული შესახვევი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ.

„ამ მისამართზე მხოლოდ ძველი, ამორტიზებული ქვაფენილი და გრუნტის გზა იყო, რის გამოც მოსახლეობას ძალიან უჭირდა გადაადგილება. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გადაადგილების პრობლემა სრულად მოგვარდა და ადგილობრივები კმაყოფილები არიან“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული საგზაო პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 52 700 ლარი გამოყო.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად