ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის II გასავალში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის II გასავალში გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1 674 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

„40 წელზე მეტია, რაც ამ ტერიტორიაზე კაპიტალურად გზა არ შეკეთებულა. თითქმის აღარ არსებობდა ასფალტის ძველი ფენა, დაზიანებული იყო არსებული ქვაფენილიც და ადგილობრივ მცხოვრებლებს უჭირდათ გადაადგილება. უკვე დავასრულეთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მოსახლეობაც ძალიან კმაყოფილია“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 89 850 ლარი გამოიყო. ასევე, პროცესში ჩართული იყო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. კომპანიის დაკვეთით, 80 მ სიგრძეზე წყალარინების მოძველებული ქსელი ახლით შეიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად