ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების განხორციელება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია-მოწყობა გრძელდება. მიმდინარე წლის განმავლობაში 11 დაზიანებული ლიფტი ახლით შეიცვალა, წლის ბოლომდე რეაბილიტაცია კიდევ 19 ლიფტს ჩაუტარდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს

ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტალში, N21 კორპუსში განხორციელდა, სადაც ახალი ლიფტი მოეწყო – გამოიცვალა, როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, ამწე მექანიზმი.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულის მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„რაიონში არაერთი კორპუსის ლიფტია ცუდ მდგომარეობაში. საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე, ყველა მისამართზე ერთდროულად ვერ დავამონტაჟებთ ახალ ლიფტებს, თუმცა მაქსიმუმს ვაკეთებთ და უკვე ბევრ საცხოვრებელ შენობაში ამორტიზებული ლიფტები ახლით შევცვალეთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძე.

აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 30 729 ლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად