ნაძალადევის რაიონში 14 ახალი საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო

ნაძალადევის რაიონს 14 ახალი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თითოეულ მისამართზე კაუჩუკის მოედანი მოეწყო და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა: გურამიშვილის გამზირი N63-ის მიმდებარედ; ქვიშხეთის ქუჩა N2, 3 და 4 კორპუსებთან; ერწოს ქუჩა N4, კორპუსი N3-ის მიმდებარედ; ბარამიძის ქუჩა N7-ის მოპირდაპირედ; სანზონა N10 კორპუსთან; დადიანის მე-2 მ.რ N3 კორპუსის ეზოში; ჭყონდიდელის ქუჩა N24-ში; სამღერეთის ქუჩა N3-ის მიმდებარედ; ზღვის უბნის მე-2ა მ.რ N225კორპუსთან; ზღვის უბნის მე-4 კვ. N1-2 კორპუსებს შორის; ზღვის უბნის მე-10 კვ. N36ა კორპუსის მოპირდაპირედ; ზღვის უბანი, N159 საჯარო სკოლის მიმდებარედ; ზღვის უბნის მე-11 მ.რ პირველი კვ. N16ბ კორპუსთან; ზღვის უბნის მე-3 მ.რ მე-2 კვ. კვ. N29 კორპუსის მიმდებარედ.

2019 წლის მეორე ნახევარში რაიონის მასშტაბით სულ 24 ახალი საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო. სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 520 848 ლარი დახარჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად