ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2021 წლის 6 თვის ანგარიში

2021 წლის 6 თვის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში:

საგზაო ინფრასტრუქტურა 24 605 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოები 43 მისამართზე შესრულდა;

5 საყრდენი კედელი მოეწყო;

2 სკვერი რეაბილიტირდა, სადაც გამწვანების სამუშაოები შესრულდა;

2 სკვერში 1 036 ხე-მცენარე, კიდევ 7 მისამართზე 166 ნერგი დაირგო;

4 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, ასევე, კიდევ 7 მოედანზე დაზიანებული ინფრასტრუქტურა შეკეთდა;

10 ფიტნეს ზონა მოეწყო;

14 მისამართზე სხვადასხვა ტიპის კეთილმოწყობის სამუშაოები შესრულდა;

23 ლიფტი რეაბილიტირდა;

24 მისამართზე კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა;

18 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი რეაბილიტირდა;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სულ 86 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა;

2021 წლის 6 თვის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 9 522 607 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები
იტვირთება...