ნაძალადევის რაიონის გამგეობამ აფეთქების მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო ფურცლები გააკრა

ნაძალადევის რაიონის გამგეობამ შემთხვევის ადგილზე საინფორმაციო ფურცლები გააკრა, რათა გურამიშვილის #30-ში მცხოვრები 77 ოჯახი იყოს სრულად ინფორმირებული.

ადგილზე რჩებიან გამგეობის წარმომადგენლები და მოსახლეობას დროებით სასტუმროებში განთავსებას სთავაზობენ. მას შემდეგ, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია კორპუსის მდგომარეობას შეისწავლის, გადაწყდება, გახდება თუ არა საჭირო ოჯახების ქირით გაყვანა.

დღეს, დილით დაახლოებით 08:00 საათზე, გურამიშვილის გამზირზე №34 ნომერში, 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი.

პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა. გარდა ამისა, აბონენტი გააფრთხილეს, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად