ნაძალადევის რაიონის გამგებელმა 2018 წლის ანგარიში წარადგინა

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გასული წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

2018 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 16 362 300 ლარი დაიხარჯა. ბიუჯეტი 98,75%-ით შესრულდა.

გასულ წელს გამგეობის დაფინანსებით, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში,  43 398 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. გზების კაპიტალური და ფრაგმენტული შეკეთება 31 ქუჩაზე განხორციელდა.

გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლების მოწყობა-რეაბილიტაცია 11 მისამართზე განხორციელდა; 15 სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა; ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ოთხ სკვერში შესრულდა, ერთი ახალი სკვერი მოეწყო; 17 მისამართზე ახალი სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა, ხუთ მისამართზე კი საბავშვო ატრაქციონები მოეწყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს ჯამში, 110 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა. აქედან, 34 კორპუსში ახლით შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, 29 მისამართზე კი სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა; ასევე, 151 მისამართზე 320 საპარკე სკამი დამონტაჟდა. რვა მისამართზე დასასვენებელი პავილიონები (ფანჩატურები) მოეწყო.

გასულ წელს ავარიული, ზეხმელი ხეების მოჭრა და ასევე ხეების სხვლა-ფორმირება ჯამში, 250 მისამართზე შესრულდა; გამგეობამ 95 ოჯახის გაზიფიცირება დააფინანსა. სოციალური პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის მომსახურებით 24 221 მოქალაქემ ისარგებლა.

2018 წელს გამგეობის დაფინანსებით, 12 კულტურული, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება გაიმართა.

ირაკლი ხელაძემ გამგეობის გასული წლის საქმიანობის შეჯამებასთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად