ნადირაშვილი: სუს-ი პოლიტიკური პოლიციაა, სადაც წულუკიანის ქმარი და სესიაშვილის შვილი მუშაობს

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს. 

"სახეზე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტი სესიაშვილის მხრიდან, სახეზე გვაქვს სუს-ი პოლიტიკური პოლიცია, სადაც მუშაობს წულუკიანის ქმარი, სესიაშვილის შვილი და ა.შ. სახეზე გვაქვს შემაშფოთებელი ტენდენცია, როდესაც სესიაშვილს უნდა დაისაჯოს ოპოზიციონერი იმის გამო, რომ ის გააკრიტიკეს მაშინ, როდესაც სესიაშვილი იმ გუნდის წევრია, ვინც ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა გამოიყენა ხელისუფლებაში მოსასვლელად და ბერიკაშვილი დღემდე მინისტრის მოადგილეა,’’- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად