ნადირაშვილი: მოვითხოვთ სამართალდამცავებსა და ლევან იზორიას ძმას შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიებას 

“ევროპული საქართველო” მოითხოვს,  სამართალდამცავებსა და ლევან იზორიას ძმას შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყოს, გამოვლენილი იქნას ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული იყო დანაშაულის დაფარვაში და სათანადოდ დაისაჯოს.

“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა გუშინ, “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა ლევან იზორიას ძმის მძიმე ქმედებებს და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებას.

“კადრები, რომელიც ვნახეთ, ზუსტად ხსნის რატომ არის დღეს პოლიცია დემორალიზებული და რატომ ვერ ახერხებს თავისი მთავარი მოვალეობების შესრულებას – კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა. კადრები, რომელიც ვნახეთ, ადასტურებს, როგორ აქვს მიტაცებული ივანიშვილს დ ამის ჩინოვნიკებს სახელმწიფო. ეს კადრები ადასტურებს, რომ თუ ემსახურები ივანიშვილს კარგად, შეგიძლია შენი ოჯახის წევრები, ნათესავები თავზე დაასვა მთელ პოლიციას, ქვეყანას და მოქალქეებს. როცა ეს ინციდენტი მოხდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახლდათ ლევან იზორია და სახეზე გვაქვს, სულ ცოტა უფლებამოსილების გადაჭარბება. ამ საქმის თაობაზე ვითხოვთ, რომ დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაგვცენ კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ თავის მოვალეობას, რომლებმაც დააკავეს ადამიანი, რომლეიც მათი აზრით არღვევდა წესრიგს და ეს კადრებიდანაც ჩანს, შემდეგ აიძულეს, რომ ჩაედინათ დანაშაული და სამართალდამცველებს სამართალდამრღვევი გაეთავისუფლებინათ. ამაზრზენი სანახავი იყო, პატრულის მაღალჩინოსნები როგორ უხდიდნენ ბოდიშს იზორიას ძმას და მის პირად მძღოლს. ეს იყო ძალიან დამამცირებელი კადრები თითოეული მოქალაქისთვის და მთელი პოლიციისთვის. ვითხოვთ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება ამ საკითხზე და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ამ დანაშაულის დაფარვაში, იყოს გამოვლენილი და სათანადოდ დასჯილი. ამ ინციდენტის შემდეგ, უკვე 5 თვეა ლევან იზორიას ორი მარალი თანამდებობა უკავია. ის არის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და დაზვერვის სამსახურის უფროსი”-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის: 23 იანვარს, ტელეკომპანია” მთავარის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ძმას და კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ ათავისუფლებს. ვიდეო 2014 წელს არის გადაღებული, მაშინ როცა იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

მთავარ არხთან ინტერვიუშივე პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს.

გავცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ იზორიას ძმას ყოფილი მაიორი გიორგი დვალიშვილი ადმინისტრაციული წესით აკავებს, რა დროსაც ის რამდენჯერმე იმეორებს, რომ ლევან იზორიას ძმაა, თუმცა როცა ხვდება, რომ პოლიციელთან ეს არ ჭრის მუქარაზე გადადის – “იცი ვინ ვარ? შენნაირებს მე ფორმას ვხდი საერთოდ და შენ სახლში უნდა დაჯდე. არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ იცით?” – მიმართავს დაკავებული პოლიციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად