ნადირაშვილი იზორიას: მეც შემიძლია გამოვიშვირო ხელი და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში

საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა თავდაცვის მინისტრს საუბრის მანერები დაუწუნა და მისი ოჯახის წევრი კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა.

„ხელებს კი ნუ იშვერთ, შვიდი წელია ხელისუფლებაში ხართ და თუ ვინმეს დაჰყავდა თავისი ოჯახის წევრი საწვავით, რომლითაც არ უნდა ევლო, გამოიძიეთ, გამოიტანეთ და დასაჯეთ ეს ადამიანები.

მეც შემიძლია გამოვიშვირო ხელი და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში, კარგია ასე ლაპარაკი?“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა ლევან იზორიას მისამართით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ირმა ნადირაშვილის ბრალდებას რეპლიკა მოჰყვა ლევან იზორიას მხრიდან, რომელიც სხდომათა დარბაზში დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს ისმენს.

სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ადგილებიდან მოპასუხე მხარეებს რამდენჯერმე შენიშვნა მისცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...