ნადირაშვილი ივანიშვილს: იმედი უნდა გავუცრუო და ვუთხრა რომ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა არ ხერხდება

“იმედი უნდა გავუცრუო ბატონ ბიძინას და ვუთხრა, რომ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა არ ხერხდება”,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების მიერ, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა დღეს არის მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილისთვის, მას უნდა რომ დაადუმოს და გააჩუმოს ყველაზე მსხვილი კრიტიკული მაუწყებელი, მაგრამ იმედი უნდა გავუცრუო ბატონ ბიძინას და ვუთხრა, რომ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა არ ხერხდება.

როდესაც ადამიანები ვერ იყიდიან წამალს, როდესაც მათ მოექცევიან უსამართლოდ და დაჩაგრავენ, ეს სიტყვა ყოველთვის ამოხეთქვას და მითუმეტეს ტექნოლოგიების საუკუნეში.

ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ამბავი და ჩვენ ოპოზიცია ყველაფერს ვეცდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, თუკი ამას მოხერხებს ბიძინა ივანიშვილი, კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს და პოლიტიკური ფასი დაუჯდეს“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...