ნადირაშვილი გახარიას: როცა პანკისში შევარდით, იცოდით, რომ იმ ჰესის მშენებელ კომპანიას მაღალჩინოსანი პარტნიორები ჰყავდა?

“როდესაც პოლიციით და სპეცნაზით შევარდით პანკისში, იცოდით თუ არა, რომ იმ ჰესის მშენებელ კომპანიას მაღალჩინოსანი პარტნიორები ჰყავდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ამ ჰესის მშენებელი კომპანიის პარტნიორია ასევე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი და მასთან ერთად რაჭაში ახორციელებენ პროექტს?”

ამ შეკითხვით საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, რომელიც “მინისტრი საათის” ფორმატში დეპუტატების წინაშე წარდგა.

ირმა ნადირაშვილმა უსაფრთხოების საბჭოს კოორდინაციის რანგში, გიორგი გახარიას მიმართა შეკითხვით, როგორ აფასებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით.

“თუ შეიძლება, ნუ მიპასუხებთ ამ კითხვაზე, რომ უნდა განვაცალკევოთ ერთმანეთისგან პარტია, შსს და სალომე ზურაბიშვილი. ამაზე მაშინ უნდა გეფიქრათ, როდესაც გამოჭიმულები იყავით ბილბორდებზე და გვთხოვდით, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის კი არა, თქვენთვის მოგვეცა ხმა”-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პარლამენტარი ასევე გამოეხმაურა მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ წლის ბოლომდე უკვე იქნება 5 ათასი კამერა დამონტაჟებული.

“ალბათ, თქვენი მიზანია კამერები გამოიყენოთ გზაზე მოძრაობის მოსაწესრიგებლად და როდესაც საქმე კრიმინალს ეხება, მაგრამ მთავარი რაოდენობა არ არის. მთავარია ის, რომ როდესაც კრიტიკული ვითარება დგება, ყოველთვის ვიღებთ პასუხს, რომ კამერის ჩანაწერები წაშლილია” – თქვა ირმა ნადირაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...