ნადირაშვილი: დადასტურებულად გეუბნებით, უგულავა ხელისუფლების შეცვლის ერთადერთ გზად არჩევნებს მიიჩნევს

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არ არის. დეპუტატი არ იზიარებს პოზიციას იმაზე, გამოიკვეთა რომ უგულავას პოზიციები ცოტა უფრო რადიკალიზმისკენ არის მიმართული.

აღნიშნულ საკითხზე ირმა ნადირაშვილმა „აიპრესთან“ ისაუბრა.

„ამ საკითხში, როგორიც არის არჩევნების საკითხი განსხვავებები არ არსებობს. ამიტომ დავიწყე თქვენთან საუბარი ამ საკითხით. არჩევნები არის ერთადერთი გზა არსებული ხელისუფლების შესაცვლელად. ამ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა „ევროპულ საქართველოში“ არ არის.

რაც შეეხება იმას, რომ უგულავას პოზიციები რადიკალიზმისკენ მიდის, ამაში ვერ დაგეთანხმებით. გიგი უგულავა ყველა თავისი საჯარო გამოსვლის დროს აცხადებს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ერთადერთი გზა ხელისუფლების შესაცვლელად ეს არის არჩევნები, მათ შორის პირად საუბრებშიც, თუ ეს თქვენთვის საინტერესოა.

გიგი უგულავაც, მეც, გიგა ბოკერიაც და სხვებიც ვთვლით, რომ ივანიშვილის 2020 წელს ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში. ვერ ვიტყოდი, რომ უგულავას მხრიდან გამოკვეთილია რადიკალური პოზიციები. ეს ასე ნამდვილად არ არის. ერთადერთ გზად ხელისუფლების შესაცვლელად არჩევნებს მიიჩნევს, ეს შემიძლია გითხრათ დადასტურებულად. ეს ფუნდამენტურ საკითხს ნამდვილად არ ეხებოდა და აქ საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რამდენად არის ახლა დრო რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ, მაშინ როცა ფოკუსირება ხდება გახარიაზე. ამ კუთხით იყო საკითხი და არა ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაში“, – გვითხრა ირმა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილმა “აიპრესთან” ასევე განაცხადა: “ევროსაქართველოში” აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა, მაგრამ ღრმა კრიზისი არ იქნება. 

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტი დაწერა ““გავრილოვის ღამის” მოწყობაში დამნაშავეა ხელისუფლება, მელიას მოწოდება უპასუხისმგებლობაა”, რაც სრულად გაიზიარა ” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც და განაცხადა “““მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, “ნაცმოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს”

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა სადაც ის “ევროპული საქართველოს” წევრს, ოთო კახიძეს მიმართავს და კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ ის განცხადებები, რაც მან იმ დღეებში გააკეთა სრულიად აქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. შესაბამისად ნიკა მელია, ოთარ კახიძეს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ ვინაიდან “ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროთ”.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...