A1 ბანერი

ნადირაძე: 2019 წლის ბიუჯეტში “ოცნება” ზრდის სახელფასო ფონდს,მათ შორის თავისი ფულადი ჯილდოებისთვის

“მომავალი წლის ბიუჯეტში, “ქართული ოცნება“ კვლავ და კვლავ ზრდის სახელფასო ფონდს, მათ შორის თავის ფულადი ჯილდოებისთვის.”,-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

„მაშინ როდესაც ქვეყანაში უამრავი ინფრასტრუქტურული და პრობლემაა, ვიცით ჩვენ, რომ საქართველოს მთავრობამ ასობით მილიონი ლარი ვერ აითვისა და მორჩენილი თანხიდან 170 მილიონ ლარს უმატებს თბილისის მერიას, რომელიც რა თქმა უნდა 5 კალენდარული დღე არის დარჩენილი და ამ თანხებს თვითონაც ვერ აითვისებს და მომავალ წელს მოუწევს გადატანა.

მომავალი წლის ბიუჯეტში, „ქართული ოცნება“ კვლავ და კვლავ ზრდის სახელფასო ფონდს, მათ შორის თავის ფულადი ჯილდოებისთვის. ამიტომ იმ ბიუჯეტს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს თბილისელების ინტერესებთან, რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დავუჭერთ,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ “კურიერთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...