ნადეჟდა სავჩენკომ უმაღლეს რადაში, სხდომაზე ორი ყუმბარა მიიტანა

დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ უკრაინის უმაღლეს რადაში, კომიტეტის სხდომაზე, სადაც მისი დაკავების შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი წინადადება განიხილებოდა, ორი ყუმბარა მიიტანა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ კამათისას, რომელიც ტერაქტის მომზადებაში ბრალდებით, სავჩენკოზე სისხლის სამართლის საქმის აღძრას, დაკავებასა და დაპატიმრებას მოითხოვდა, სავჩენკოს ყუმბარების შეჭმა შესთავაზა, რომლებიც მას თან ჰქონდა. სავჩენკომ კი მიუგო – "შემიძლია გიწილადოთ, ან იქნებ გადმოგიგდოთ?"

რადას კომიტეტმა ლუცენკოს წინადადებას მხარი ერთხმად დაუჭირა. გენერალური პროკურორი ლუცენკო აცხადებდა, რომ დეპუტატი სავჩენკო უმაღლესი რადას შენობაში, ყუმბარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ტერაქტის მოწყობას აპირებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...