ნადეჟდა სავჩენკომ პეტრო პოროშენკო ტყუილში დაადანაშაულა

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილმა დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ ტელეარხ NewsOne-ის ეთერში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულება შეაფასა.

”პოროშენკო იტყუებოდა, რომ ჩვენ თითქოს [შეთანხმებას] ვასრულებდით, მაგრამ სინამდვილეში არაფერი გაგვიკეთებია. [ამჟამინდელი სახელმწიფო მეთაური, ვლადიმირ] ზელენსკი რეალურად მათი განხორციელების მიზნით მექანიზმებს ეძებს”,- განაცხადა სავჩენკომ მოსკოვსა და კიევს შორის დონბასის შესახებ მოლაპარაკებების განხილვის კონტექსტში.

ყოფილი დეპუტატი მხარს უჭერს, რომ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებმა (DPR და LPR) “არსებობა შეწყვიტონ”.

ოქტომბრის დასაწყისში მინსკში საკონტაქტო ჯგუფმა ხელი მოაწერა “შტაინმაიერის ფორმულას”, რომელიც დონბასის სპეციალური სტატუსის მინიჭების და რეგიონში არჩევნების ჩატარების წესს განსაზღვრავს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ორ წერტილში ძალების გაყოფა უნდა მოხდეს, რაც ჯერ არ განხორციელებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად