ნადეჟდა სავჩენკო: რადას არჩევნები ბინძური და ამაზრზენი იყო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც დონეცკის ოლქში # 51 საარჩევნო ოლქში იბრძოდა, მხარდაჭერთა მხოლოდ რვა ხმა მიიღო. შესაბამისად, ის ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ინფორაციას Gromadske TV ავრცელებს.

“არჩევნები ბინძური და ამაზრზენი იყო. აქ იყო დაშინება და ქრთამის აღება “, – განაცხადა სავჩენკომ ხმის მიცემის პროცესის შეფასებისას.

ერთიანი ოლქის №51 საარჩევნო ოლქში სულ 26 კანდიდატი დარეგისტრირდა. სავჩენკო “ნადეჟდა სავჩენკოს სოციალურ და პოლიტიკურ პლატფორმას” წარმოადგენდა.

21 ივლისს, უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ეგზიტპოლის მონაცემების თანახმად რადაში 5 პარტია შედის:

1. ვოლოდომირ ზელენსკის “ხალხის მსახური” – 42,7%
2. პრორუსული “ოპოზიციური პლატფორმა” – 12,9%
3. პეტრო პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობა” – 8,8%
4. იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინა” – 8,5%
5. როკვარსკვლავ სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია “ხმა” – 6,5%

მიხეილ სააკაშვილის პარტიამ “ახალი ძალების მოძრაობა” 0,4% მიიღო. მთლიანობაში საარჩევნო უბნების რაოდენობა 30 ათასს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად