A1 ბანერი

ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლეს

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, უკრაინის გმირი და ყოფილი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო გაათავისუფლეს. კიევის ბროვარსკის რაიონის სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი მისი გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან 16 აპრილის ღამეს ვადა გაუვიდა მის დაკავებას.

ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად სდებენ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას.

გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებდა, რომ გასული წლის ნოემბერში, რუბანმა და სავჩენკომ მიმართეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიცრებს და მათ ხელისუფლების დამხობის მიზნით შექმნილ შეთქმულებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამას ოთხი ოფიცერი დათანხმდა.

სავჩენკომ საპყრობილეში წელიწადზე მეტი გაატარა. იგი იქ 2018 წლის 23 მარტიდან მოყოლებული იმყოფებოდა. რუბანი კი მასზე ადრე, 9 მარტს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...