ნადეჟდა სავჩენკო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაში გააწევრიანეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამაბლეაში უკრაინამ დღეს ოფიციალურად რუსეთში დაკავებული “ბატკივშჩინას” წევრი, ნადეჟდა სავჩენკო წარადგინა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა, რუსეთმა სავჩენკო დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვი გამოეხმაურა.

“არავინ აპირებს სავჩენკო გაათავისუფლოს ევროპის საპარლამენტო ასამბლეის იმუნიტეტის ასეთი გაგებით. ჩვენ ვთვლით, რომ იმუნიტეტი მიენიჭება დეპუტატებს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის და არა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ხელშეუხებლობისთვის, რომლებიც მან წარსულში ჩაიდინა”,-განაცხადა პუშკოვმა.

მისივე თქმით, სავჩენკოს დანიშვნა რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

შეგახსენებთ, ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ბატალიონ “აიდარის” შემადგენლობაში იყო. 2014 წლის ივნისში ის ბოევიკებმა ტყვედ აიყვანეს. 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ის დაკავებულია რუსეთში, ვორონეჟის ოლქში. 27 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ მას 2015 წლის 13 თებერვლამდე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად რუსი ჟურნალისტების მკვლელობა ედება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...