ნადარეიშვილი:სავჩენკოსნაირი გმირები საქართველოსაც ჰყავს,ისინი პოლიტპატიმრები არიან

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა, რომელიც ამ წუთებში უკრაინის საელჩოსთან იმყოფება, სადაც უკრაინელი მფრინავის ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, „აიპრესთან“ განაცხადა, რომ სავჩენკო არის სიმბოლო რუსეთის ბოროტი იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის.

მისი თქმით, ნადია სავჩენკოსნაირი გმირები საქართველოსაც ჰყავს, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმრები არიან. 

„დღეს სავჩენკო არის სიმბოლო გაუტეხელი ადამიანის და ქალის, რომელსაც შეუძლია, ბოროტების იმპერია დაამარცხოს. ამიტომ, ჩემი არასამთვრობო ორგანიზაციის სახელით ვუერთდები ამ აქციას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად იგივე, რაც ჩვენთან ხდება, რადგან ჩვენც გვყავს პუტინის ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პატიმრები, რომლებიც რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ 1992 – 93 და 2008 წლებში იბრძოდნენ. ის ჯარისკაცები და ადამიანები სხედან დღეს ციხეში. ამიტომ, ჩემთვის სავჩენკო ისევე, როგორც შამათავები, არის სიმბოლო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დაინგრევა, იმიტომ, რომ ბოროტება ყოველთვის მარცხდება და სიკეთე იმარჯვებს. თუმცა, სამწუხაროდ ამ იმპერიამ ძალიან დიდი ხანი გასტანა“, – აღნიშნა ანი ნადარეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...