მზრუნველი რეტრივერი, რომელიც ჯერ პატრონს საბანს აფარებს, შემდეგ კი შუქს აქრობს (ვიდეო)

ჭკვიანი ოქროსფერი რეტრივერი მას მერე გახდა ცნობილი, რაც კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ ზრუნავს თავის პატრონზე, იმის შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს მობილურ ტელეფონზე თამაშისას ჩაეძინება.

ტიანლანგი ხუთი წლის მამრი ოქროსფერი რეტრივერია, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთში ცხოვრობს.

მას მერე, რაც მის პატრონს საწოლზე ჩაეძინა, იგი ქალს ჯერ საბანს აფარებს, შემდეგ შუქს აქრობს და საწოლს უბრუნდება, რომელსაც ნიკაპს ჩამოადებს.

30-წამიანი ვიდეო 13 აგვისტოს, აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ჰულუდაოში გადაიღეს. ვიდეომ ორ მილიონზე მეტი მოწონება და 65,000 კომენტარი მოაგროვა.

ძაღლის პატრონი აღნიშნავს, რომ მან ტიანლანგი 2014 წელს იყიდა, როცა იგი ჯერ კიდევ ლეკვი იყო. ძაღლის სახელი ცის მგელს ნიშნავს ჩინურად.

ქალმა, რომელმაც გადაწყვიტა, არ გაემხილა საკუთარი ვინაობა, აღნიშნა, რომ ტიანლანგი ძალიან მზრუნველი, თბილი, ყურადღებიანი და ჰუმანურია. მისი თქმით, მან და თავისმა პარტნიორმა ტიანლანგის გაწვრთნა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, როდესაც იგი ორი თვის იყო.

„იგი აგრეთვე მეხმარება პარკების ტარებაში და ჩემთან ვარჯიშობს კუნგ ფუ-ში. ყველაფერს ძალიან სწრაფად ითვისებს და ძალიან მოსწონს, როდესაც მეხმარება. მე მას, როგორც 5 წლის ბავშვს, ისე ვექცევი“, – აღნიშნავს პატრონი.

ამჟამად ტიანლანგის პატრონი უკვე იღებს ძაღლის ყოველდღიურ ცხოვრებას და ინტერნეტში ავრცელებს. მას 1.7 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

„მე მიყვარს იგი, მას კი მე ვუყვარვარ. ჩვენ ძლიერი ჯაჭვი გვაკავშირებს. მანამ ხვდება რა უნდა გააკეთოს, სანამ შევხედავ“, – აღნიშნავს პატრონი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...