“მზის შვილებმა” სანტას ქუდების წარმოება დაიწყო

ამის შესახებ ინფორმაციას “მზის შვილები” სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

“მოგესალმებით ჩემო მეგობრებო. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე უნდა გაგიზიაროთ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან, როგორც იქნა, სისრულეში მოგვყავს პროექტი, რომელზეც ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე იქნება დამოკიდებული. ყველამ იცით, რომ სოციალური საწარმო/სამკერვალოს გახსნას ვგეგმავთ დიდი ხანია. ამ იდეას თითქმის 7 წელია ვატრიალებთ და პირველი ჩვენება წელს, 21 მარტს გვქონდა, თუმცა, დღემდე, რიგი მიზეზების გამო, პროექტის განხორციელება ძალიან ნელ ტემპებში მიმდინარეობდა.
დღეიდან სულ სხვა ამბები იწყება.

პირველ ეტაპზე შევკერეთ “სანტას ქუდები” საწარმო “ანინას” სახელით და ვიწყებთ ამ პროდუქტის ქსელში გაშვებას. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საწარმოს აწყობას, რომელიც ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელს შეკერავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ტანსაცმელზე დატანილი იქნება პიქტოგრამები სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების აღმნიშვნელი შინაარსით, რაც ძალიან დიდ როლს ითამაშებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. ეს კი, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ამბავია!

საწარმოში ჩვენი ბავშვების მშობლები დასაქმდებიან. ამით მუდმივი შემოსავალი გაუჩნდებათ მათ და ჩვენს ორგანიზაციას, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებს სთავაზობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.
ხოდა, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. შეიძინეთ ჩვენი ქუდები, გახდით ჩვენი მეგობრები და შეხვდით ახალ წელს ახალი გამოწვით-თქვენ დიდი საქმის თანამონაწილეები ხართ!
ჩვენი ულამაზესი ქუდები, რომელიც ჩვენ და ტქვენ ერთნაირად გაგვილამაზებს ახალ წელს, 10 ლარი ღირს”, – წერს ორგანიზაცია facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად