მზია თოდუა: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა არ განიხილება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მზია თოდუა, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, “აიპრესთან” აცხადებს, რომ მოსამართლეთა გამწესების შესახებ კანონპროექტი დროა კანონად იქცეს, რათა დროულად მოხდეს სასმართლოში მოსამართლეთა გამწესება.

“მოსამართლეთა გამწესების კრიტერიუმების ჯერ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული, მაგრამ პროცესი რაც მიმდინარეობს პოზიტიურია. ვფიქრობ, ამ კრიტერიუმის შემუშავებაში მონაწილეებმა საბოლოო შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.  უკეთესია, დროულად იქცეს კანონად და მოხდეს მოსამართლეთა გამწესება”, – განაცხადა მზია თოდუამ.

“აიპრესის” კითხვაზე, ზოგიერთი მოსამართლე სოციალურ ქსელში პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების გაეთებულ განცხადებას პასუხობს, ფაქტობრივად პოლიტიკურ განცხადებებსა აკეთებენ. რამდენად მისაღებია თქვენთვის სოციალურ ქსელში მოსამართლეების მიერ გაკეთებული განცხადებები და განიხილება თუ არა თქვენი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ? მზია თოდუა პასუხობს:

“არ ვიცი მოსამართლეები რას წერენ სოციალურ ქსელში რადგან არ ვარ სოციალურ ქსელში ჩართული. მაგრამ, ყოველთვის ვამბობდი და ვიმეორებ, მოსამართლემ ნაკლები უნდა ილაპარაკოს და მეტი უნდა წეროს.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურის განხილვას, ეს არ განიხილება“.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...