მზია ბებოშვილი: არ ვითხოვ მოწყალებას და არც ქირის გადახდას

ქართველი ძიუდოისტი, 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანი, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი, მზია ბებოშვილი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მას დახმარება არავისთვის უთხოვია და სახლის გარეშე დარჩენილი, ის პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს.

"ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ნაცნობები და უცნობები. ვინც ნახეთ ან ნახავთ ამ ვიდეოს. მინდა გითხრათ ძალიან ბევრი ესემესი შემომივიდა სხვადასხვა ტექსტებით და აზრით. მაგალითად (ანგარიშის ნომრის გახსნა და დახმარება), (საზღვარგარეთ წასვლა მათთან), (ქირის გადახდა), ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ პირველ რიგში, გეტყვით იმას ,რომ მე არ ვითხოვ ფულის ჩარიცხვას და დახმარებას. ჩემზე ბევრად გაჭირვებულებიც არიან და მე იმის გამო, რომ ბებოშვილი ვარ, ეს არ უნდა იყოს პრიორიტეტი…რაც შეეხება საზღვარგარეთ წასვლას, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი ბევრი ცუდით და ძალიან ბევრი კარგით. ამაყი ვარ,რომ ვარ ქართველი და შანსი მაქვს ჩემი ქვეყნის ღირსება დავიცვა საზღვრებს გარეთ!!! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვითხოვ მოწყალებას და არც ქირის გადახდას, არც ფულს, ადამიანები არიან, ვისაც სახლი კი არა ელემენტარული პურის ფული არ აქვთ, ამიტომ ვეცადოთ ყველამ ერთად ნელ ნელა გადავჭრათ ეს პრობლემები. ჩვენს ქვეყანაში თითოული ადამიანის პრობლემა ჩვენი პრობლემაცაა. სანამ ამას არ გავითავისებთ ჩვენ, იქამდე არაფერი გამოვა. აზრი, იმას შია, წყურია, ცივა და მე არა. ეს არ უნდა არსებობდეს!!!! ბოლოს, რაც შეეხება ჩემს პრობლემა,ს მე არ ვითხოვ ისეთ რაღაცას, რაც არ მეკუთვნის, მინდა სამართლიანად გადაწყდეს ყველაფერი და ვისაც ეხება ეს პრობლემა, ნახოს და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რაც მისაღებია!!! ზოგადად არ ვფიქრობ ცუდზე და არც ვნერვიულობ იცით რატომ? – სანამ ადამიანი ცოცხალია გამოსავალი ყოველთვისაა. "რაც არ გვკლავს გვაძლიერებს". მადლობა ყურადღებისთვის", – წერს მზია ბებოშვილი.

ახალგაზრდა ძიუდოისტი საცხოვრებელი სახლის გარეშე რჩება. ადგილი, სადაც სოციალურად დაუცველთა 12 ოჯახი შესახლდა, 15 წლის შემდეგ მეპატრონე გამოუჩნდა. მზია ბებოშვილის განმარტებით, მას წასასვლელი არსად აქვს და ამ დრომდე, გაურკვეველია, სად შეაფარებს თავს თავის ოჯახთან ერთად. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად