მზეჭაბუკ მახარაძემ, კარატეს მსოფლიო ჩემპიონატში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

13-14 ნოემბერს სერბეთის ქალაქ ზრენიანინში გაიმართა 28-ე მსოფლიო ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 30 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა, მზეჭაბუკ მახარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ინდივიდუალურ კუმიტეში + 80 კგ. წონით კატეგორიაში. შეჯიბრის ორგანიზატორი იყო გაერთიანებული ერების შოტოკან კარატეს მსოფლიოს ფედერაცია (SKDUN).

ამავე ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ლონდონში 2003 წელს ჩატარდა, მზეჭაბუკ მახარაძემ მაშინაც წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. 2015 წელს ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ კატაში ვერცხლის მედალი და II ადგილი დაიკავა.
მზეჭაბუკ მახარაძე არის მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული სპორტსმენი და წარმატებული ინსტრუქტორი, არის შავი ქამრის V დანის მფლობელი, საქართველოს შოტოკან კარატე კონფედერაციის უფროსი ინსტრუქტორი. საერთაშორისო ტურნირებზე ის 2000 წლიდან რეგულარულად წარმატებით მონაწილეობს, მოპოვებული აქვს ყველა სინჯის: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საერთო ჯამში 100-მდე მედალი.

კომენტარები
იტვირთება...