მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტი “ექსკურსია მუზეუმებში” იწყება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს მუზეუმებთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს სახელწოდებით „ექსკურსია მუზეუმებში“ . პროექტი კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინიციატივაა,რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იწყება და მისი მიზანი მოსწავლეების სამუზეუმო ხელოვნებით დაინტერესებაა.

„ექსკურსია მუზეუმებში“ – პროექტის ფარგლებში, ყველა სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მუზეუმს ესტუმროს, დაათვალიეროს არსებული საგამოფენო სივრცეები, გაეცნოს მუზეუმის ისტორიასა და მრავალფეროვან პროგრამებს, ასევე მუზეუმების საგანმანათლებლო პროექტებს.

საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის შედეგად კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დაინტერესებული სკოლების პედაგოგებს საშუალება ექნებათ ვებ-გვერდზე – http://www.culture.gov.ge აირჩიონ სასურველი  მუზეუმი, გაეცნონ შემოთავაზებულ სერვისებს, შეავსონ  განაცხადი და დაგეგმონ ექსკურსია სკოლის მოსწავლეებისთვის. 

პროექტში, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუზეუმი საქართველოს მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად