მუსლიმური სამყაროსთვის დღეს გლოვის დღეა

 VII საუკუნეში წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილი და მისი თანამოაზრეები ამ დღეს მოწამეობრივად აღესრულნენ.

ყველა მოქმედ მეჩეთში დილიდან სამგლოვიარო ცერემონიები გაიმართა.

მარნეულში მცხოვრები მორწმუნე ეთნიკური აზერბაიჯანელები ტრადიციული გლოვის რიტუალს აღასრულებენ. როგორც სეიდმა, ვაგიფ გადიმოვმა აღნიშნა, ტრადიციულად ამ დღეს თვითგვემის რიტუალს ატარებდნენ, ახლა ეს წესი შეიცვალა და მორწმუნეები უანგაროდ გასცემენ სისხლს, ჩვენი მოქალაქეებისათვის.

“კავკასიელ ერთა გაერთიანებული ორგანიზაცია, კეგო” -ს დახმარებით, სეიდ ვაგიფ გადიმოვის ხელშეწყობით მოხდა ამ კეთილი საქმის ორგანიზება. მისი ხელმძღვანელი გიორგი ცაციაშვილი მადლობას უხდის თითოეულ მორწმუნე მუსლიმს უანგაროდ სისხლის გაღებისათვის, მიესალმება მათ სახელმწიფოებრივ აზროვნებას. განსაკუთრებული მადლობა სეიდ ვაგიფ გადიმოვს და ნაციონალურ სისხლის ბანკს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...