მუშა, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

მუშა, რომელიც გუშინ ჯიქიას ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" რესპუბლიკურ საავადმყოფოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

"მუშის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ის მრავლობითი ტრამვით იყო შემოყვანლი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. თუმცა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", – გვითხრეს საავადმყოფოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად