მურუსიძე: ეკა გიგაურმა მითხრა, დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო და გავაფორმეთ

ეკა გიგაურმა მითხრა, დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო და გავაფორმეთ,-ამის შესახებ იუსტიციის საბჭოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ გასაუბრებაზე განაცხადა.

„ჩემს შესახებ საერთოდ არ ლაპარაკობდნენ, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გავხდი, ჩემზე საუბარი დაიწყეს მას შემდეგ, როდესაც მიხვდნენ, რომ რეალურად ჩამოვყალიბდი სასამართლოს ლიდერად, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა ის კონტინგენტი, რაც სასამართლოში არსებობდა და რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იძახდნენ.

ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლებისგან იმით უნდა ვიყოთ განსხვავებული, რომ არ უნდა გავუშვათ ეს მოსამართლეები ვადაზე ადრე, მაგრამ იმიტომ რომ ისინი მუშაობდნენ სააკაშვილის პერიოდში, არ უნდა დატოვონ თანამდებობა. ჩემს გარშემო გაერთიანდა სასამართლო კორპუსი, წამოვიდა დარტყმები.

მეტსაც გეტყვით, სანამ ჩემს წინააღმდეგ ასეთი დარტყმები წამოვიდოდა, ჩემთან ეკა გიგაური თავისი ინიციატივით მოვიდა და ბრძანა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან გავაფორმოთ მემორანდუმიო და გავაფორმეთ. 3 თვის შემდეგ კი მე გავხდი მურუსიძე…“, – განაცხადა მურუსიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად